logo
ENG



დიდ დიღომში სუპერმარკეტი "იოლი" დააყაჩაღეს

17 დეკ 202009:49
3 წუთის საკითხავი
 

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე სუპერმარკეტი იოლი დააყაჩაღეს.

შემთხვევა გუშინ, 16 დეკემბერს, კომენდანტის საათის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს სუპერმარკეტიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშული 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა